Web Style

ავტორიზაცია/რეგისტრცია



პარტნიორები და დონორები

სტატისტიკა

ძვირფასო მეგობრებო

თუ თქვენ სარგებლობთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, შესაბამისად სამედიცინო პოლისით და გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია, გაქვთ შეკითხვები, შეგექმნათ პრობლემები სამედიცინო მომსახურების კუთხით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე

8 90 557-266, 8 22 359-524 ან მოგვმართეთ მისამართზე მაზნიაშვილის ქ. 23.

სამუშაო დღეები 10.00-18.00

თქვენ კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის პრობლემები და მისი გავლენა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე PDF ამობეჭდვა E-mail

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის პრობლემები და მისი გავლენა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზეზოგადად, ფარმაცია საკმაოდ პოლიტიზირებული სექტორია, სადაც ერთმანეთს კვეთავს სხვადასხვა კოლიზიური პოლიტიკური მიზნები, მათ შორის: სოციალურ-ეკონომიკური (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ბიზნესი), ნაციონალური და საერთაშორისო პრიორიტეტები (ადგილობრივი და უცხოური წარმოება).

ქართული ფარმაცევტული ბაზრის პრობლემები შესწავლილი იქნა ამ მიმართებით სახელმწიფოს პოლიტიკასთან და მისი აღსრულების მიზნით შემუშავებულ რეგულაციის სისტემასთან კომპლექსში.

ჯანდაცვის პოლიტიკის, მათ შორის ფარმაცევტული პოლიტიკის ტესტირება, მსგავსად თავად სისტემისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა შემდეგი სამი კრიტერიუმით:

  • სოციალური სამართლიანობა
  • ხარისხი (უსაფრთხოება, ეფექტურობა)
  • ხელმისაწვდომობა

(P.S. სისტემის სოციალური სამართლიანობა გულისხმობს, ჯანდაცვის მაღალი სტანდარტების შეთავაზებას თითოეული ადამიანისათვის სოციალური, ეთიკური, სქესობრივი და ასაკობრივი დისკრიმინაციის გარეშე, ამასთან სერვისის მიწოდების უზრუნველყოფას მოთხოვნის და არა გადახდის უნარიანობის მიხედვით).
ამ ტიპის ტესტირებით, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ფაქტობრივი რეალიებით დასტურდება ქართული ჯანდაცვის სისტემის კრიზისი, რასაც სერიოზულწილად განაპირობებს უკონტროლო და დაუბალანსებელი ფარმაცევტული სექტორი.

2006 წლის მონაცემებით საქართველოს ბაზარზე შემოსული პროდუქციის 76%-ის იმპორტი განახორციელა სამმა კომპანიამ, ესენია: ავერსი -33%, PSP-31% და GPS -12%, პირველმა ორმა ამავდროულად განახორციელა დივერსიფიცირება ფარმაცევტულ მრეწველობაში, ჰოსპიტალურ სექტორში, ნიშანდობლივია ისიც, რომ სამივე კომპანია ახორციელებს საბითუმო განაწილებას (დისტრიბუციას) მთელ ბაზარზე და სააფთიაქო რეალიზაციასაც, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ გავლენას ბაზარზე, ბაზარზე გამტარობის გაზრდის მიზნით შექმნილი აქვთ არა მარტო სისტემაში ინტეგრირებული საკუთარი სააფთიაქო ქსელები, არამედ ფრანშიზული ქსელებიც, მათ შორის “36,6”, “წითელი A” და ა.შ.

ამ ტიპის გაერთიანებების ეკონომიკური კვალიფიკაცია, ეს არის ტრესტი, კარტელი, თუ საერთოდაც რაიმე ქართული დივერსიფიცირებული ნოუჰაუ - ეს კვლევის მეორე ეტაპის ამოცანაა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად დაგეგმილია ეკონომისტების წარმომადგენლობითი მონაწილეობა. მაგრამ ზოგადად ბაზრის მონოპოლისტობა კვლევის ამ ეტაპზეც დადგენილია.

სრული ვერსია

 
Copyright © 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო” . ყველა უფლება დაცულია კანონით. საიტზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივ ან სრულად გამოყენების შემთხვევაში "hwngo.org.ge"-ს მითითება აუცილებელია. ვებ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას.   Developed and Maintained by GeoWebServie.info