Web Style

ავტორიზაცია/რეგისტრცია



პარტნიორები და დონორები

სტატისტიკა

ძვირფასო მეგობრებო

თუ თქვენ სარგებლობთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, შესაბამისად სამედიცინო პოლისით და გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია, გაქვთ შეკითხვები, შეგექმნათ პრობლემები სამედიცინო მომსახურების კუთხით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე

8 90 557-266, 8 22 359-524 ან მოგვმართეთ მისამართზე მაზნიაშვილის ქ. 23.

სამუშაო დღეები 10.00-18.00

თქვენ კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით

ჰუმანიტარული პროექტი აჭარის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის PDF ამობეჭდვა E-mail

არასამთავრობო ორგანიზცია “ჯანმრთელი სამყარო”-ს ეგიდით ჩატარდა ოთხდღიანი აქცია აჭარაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მავშვების მხარდასაჭერად. მასში მონაწილეობდნენ თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსული სხვადასხვა დარგის პრაქტიკოსი ექიმები. აქციის ფარგლებში, რეგიონში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ბავშვებს, მოზარდებს, მოხუცებს, ადგილზე ჩაუტარდათ ამბულატორიული შემოწმება. ექიმების რეკომენდაციით გაიცა მედიკამენტები. პროფილაქტიკური გასინჯვების შემდეგ, დაურიგდათ სამედიცინო საკონსულტაციო ბარათები. რეგიონის რამდენიმე ამბულატორიას გადაეცა მარტივი ტიპის სამედიცინო აპარატურა.

საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზცია “ჯანმრთელი სამყარო”-ს წარმომადგენლებმა ქედის რაიონის ექიმებს ჩაუტარეს სემინარები თემებზე: "სოკოვან დაავადებათა მკურნალობა" და "დიარეის მქონე ავადმყოფთა მკურნალობა", ექიმებს გადაეცათ სერტიფიკატები. მათ ასევე გაეწიათ კონსულტაციები და რეკომენდაციები მათთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ საკითხებზე.

აქციის ფარგლებში ექიმებმა გასინჯეს და კონსულტაცია გაუწიეს ქედის რაიონის საშუალო სკოლის 400 მოსწავლეს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ქიმების მიერ ძირითადად დაფიქსირდა სქოლიოზისა, პედიკულოზისა და სხვადასხვა კანის დაავადებების შემტხვევები. ქციის ფარგლებში მონაწილე ექიმებმა აგილობრივ ექიმ სპეციალისტან ერთად რამდენიმე პაციენტს გაუწიეს ერთობლივი კონსულტაცია.

ექიმთა ჯგუფი ეწვია ბათუმის ბავშვთა პანსიონატ "სავანეს" აღსაზრდელებს და მოხუცთა თავშესაფარის მაცხოვრებლებს. პანსიონატი "სავანე" არის მაღალი სულიერების, ერთგულებისა და ცივილიზაციის ერთობლივი ნიმუში, ბათუმის ეპარქიასთან არსებულ პანსიონატი მზრუნველობის და თანადგომის,იმედისა და რწმენის მაგალითია. ეს არის იდეალური ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით და სითბოთი გაჯერებული. ეს არის რეალური სამყარო,სადაც ოცნებებში იკარგები და ხვდები რა არის რწმენა.

ექიმებმა გასინჯეს მოხუცთა თავშესაფარის 30 მობინადრე. მათ გაეწიათ კონსულტაციები, ექიმებმა დაუნიშნეს მკურნალობა, გადაეცათ მათთვის საჭირო მედიკამენტები. ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს გაეწიათ პრაქტიკული ტანამედროვე რეკომენდაციები სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის სქემებზე.

 
Copyright © 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო” . ყველა უფლება დაცულია კანონით. საიტზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივ ან სრულად გამოყენების შემთხვევაში "hwngo.org.ge"-ს მითითება აუცილებელია. ვებ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას.   Developed and Maintained by GeoWebServie.info