Web Style

ავტორიზაცია/რეგისტრცია



პარტნიორები და დონორები

სტატისტიკა

ძვირფასო მეგობრებო

თუ თქვენ სარგებლობთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, შესაბამისად სამედიცინო პოლისით და გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია, გაქვთ შეკითხვები, შეგექმნათ პრობლემები სამედიცინო მომსახურების კუთხით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე

8 90 557-266, 8 22 359-524 ან მოგვმართეთ მისამართზე მაზნიაშვილის ქ. 23.

სამუშაო დღეები 10.00-18.00

თქვენ კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით

საქართველოს არასამთავრებო ორგანიზაციათა I კონგრესი PDF ამობეჭდვა E-mail

საქართველოს არასამთავრებო ორგანიზაციათა I კონგრესი2006 წლის ივნისი გაიმართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის - "სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის" კონგრესი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 303-მა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელმა და მოწვეულმა სტუმარმა: მათ შორის თბილისიდან 131 არასამთავრობო ორგანიზაციის დელეგატი, საქართველოს რეგიონებიდან 123 არასამთავრობო ორგანიზაციის დელეგატი, 28 ჟურნალისტი დელეგატი. პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 41 წარმომადგენელი.

კონგრესის მიზნები იყო:

შესაძლებლობის მიცემა საქართველოს არასამთავრობო (მათ შორის რეგიონულ) ორგანიზაციათა ფართო სპექტრისთვის, გაეცვალათ იდეები და შეხედულებები, რათა მათ ჩამოეყალიბებინათ ერთიანი მიდგომა ქყვეყნის უმთავრესი პრობლემების მოსაგვარებლად ეჩვენებინა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მაღალი პოტენციალი და ქმედუნარიანობა, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მთავრობის რამდენიმე პირის მიერ და მასმედიის საშუალებით კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული.

კონგრესი მასშტაბით პირველი იყო მსგავს კონგრესებს შორის საქართველოში. მან მოგვცა შესაძლებლობა, ფართოდ განგვეხილა და გადაგვესინჯა ის მიდგომები, რომელიც საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების გავლენისა და მიღწევების შესანარჩუნებლად ვარდების რევოლუციის შემდეგ. კონგრესზე განხილულ იქნა ბევრი პრობლემა და გამოწვევა. ექსპერტებმა გააკეთეს პრეზენტაცია და დამსწრეთ გაუზიარეს მათი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციებში მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ თანაბრად შეიტანეს წვლილი შედეგის მიღწევაში - არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერებაში დემოკრატიულ პროცესებში.
კონგრესის იდეა იყო იმ პრობლემებისა და საკითხების განხილვა, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მესამე სექტორის განვითებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, პრაქტიკული გადაწყვეტის გზების ძებნას, თემატური რეკომენდაციებისა და საბოლოო დეკლარაციის მიღებას.

დააკლიკეთ ფოტოზე

შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი 
შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი 
შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი შერატონ მეტეხი პალასი :: არასამTავრობო ორგანიზაციათა I კონგრესი 

კონგრესის პუბლიკაცია

კონგრესის დეკლარაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო”-ს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის მოხსენება კონგრესზე

განხილულ იქნა ე.წ. მესამე სექტორის სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებში ჩაბმულობის საკითხი, რაც გამოიხატება არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივ მცდელობებში, განავითარონ საერთო აქტივობები, რომელიც გაზრდის მათ გავლენას ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, გაააქტიურებს და გააადვილებს კოორდინაციის პროცესს კოალიციაში "სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის".

კონგრესზე განხილული თემები:

პლენარულ სხდომას თან დაერთო თემატური სესიები. თითოეული სესიის ბოლოს დაიწერა რეკომენდაციები, რომლებიც შემოტანილი და განხილული იყო ბოლო პლენარულ სხდომაზე.

პლენარული სხდომის მთავარი თემები:

კოალიციის "სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის" პრეზენტაცია. მისი მიზნები, აქტივობები, მომავალი გეგმები და ა.შ

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების არსებული მიღწევები და მიღებული გამოცდილება

სამოქალაქო საზოგადოების როლი დემოკრატიულ პროცესებში საქართველოში. პრობლემები და პერსპექტივები

არსებული რეგიონული პრობლემები: კორუფცია, ადამიანის უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავდაცვის საკითხები და ა.შ.

კონგრესის საბოლოო დოკუმენტი

კონგრესის საბოლოო დოკუმენტი (დეკლარაცია) მოიცავს იმ საერთო რეკომენდაციებს, რომლებიც შემუშავდა კონგრესის დროს.

რეკომენდაციები მოიცავს სხვადასხვა დონეს: ეროვნულს, რეგიონულს, საერთაშორისოს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებას.

მომავალ წელს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონგრესი (2007) განიხილავს 2006 წლის კონგრესზე მიღებული რეკომენდაციების შესრულებას.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის" კონგრესისი დეკლარაცია

კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყაროს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე

 
Copyright © 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო” . ყველა უფლება დაცულია კანონით. საიტზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივ ან სრულად გამოყენების შემთხვევაში "hwngo.org.ge"-ს მითითება აუცილებელია. ვებ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას.   Developed and Maintained by GeoWebServie.info