Web Style

ავტორიზაცია/რეგისტრცია



პარტნიორები და დონორები

სტატისტიკა

ძვირფასო მეგობრებო

თუ თქვენ სარგებლობთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, შესაბამისად სამედიცინო პოლისით და გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია, გაქვთ შეკითხვები, შეგექმნათ პრობლემები სამედიცინო მომსახურების კუთხით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე

8 90 557-266, 8 22 359-524 ან მოგვმართეთ მისამართზე მაზნიაშვილის ქ. 23.

სამუშაო დღეები 10.00-18.00

თქვენ კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით

სენაკის ბავშვთა სახლი PDF ამობეჭდვა E-mail

სენაკის ბავშვთა სახლი

საქართველოში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონს უფრო ამძიმებს ინვალიდ ბავშვთა პანსიონატებში არსებული მდგომარეობა. ისინი მინიმალურ დონეზეც კი არ არიან დაკმაყოფილებული კვებით, საყოფაცხოვრებო პირობებით და აუცილებელი მედიკამენტებით.

იქ ცხოვრობს ცერებრალური დამბლით, დაუნიზმით, დებილიზმით, იდიოტიზმით და ეპილეფსიით დაავადებული 99 ბავშვი, რომელთა ასაკი 4-დან 18 წლამდეა.

ჰიგიენური საშუალებების უქონლობის გამო შენობა არ სუფთავდება, შექმნილი სუნის გამო ფანჯრები ღიაა, ეს ავტომატურად იწვევს მათ გაციებას და სხვადასხვა ვირუსული დაავადებებით დასნევოვნებას. მეორადი თანდართული ინფექცია კი კიდევ უფრო ამძიმებს კლინიკას. სიცივის და არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული მდგომარეობის გამო დახეთქილი აქვთ ხელები და სახე. პანსიონატში არ არსებობს გათბობა, ოთახებში განთავსებულია შეშის ღუმელები, თუმცა შეშის არასაკმარისი რაოდენობის გამო ოთახები არ თბება. ბავშვების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ვერ ემსახურება, ვერ ახერხებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დამოუკიდებლად დაკმაყოფილებას, არა აქვთ პამპერსები, ტუალეტის ქაღალდი, საპონი და ა.შ. სველი წერტილების მდგომარეობა კატასტროფულია და არც ჰიგიენური ნორმების დაცვის საშუალება არსებობს უსახსრობის გამო. არასრულფასოვანი კვების ფონზე ვითარდება იმუნოდეფიციტი, რაც კიდევ უფრო იოლს ხდის მეორადი ინფექციების განვითარებას და გავრცელებას. უსახსრობის გამო ვერ ხერხდება დიაგნოზირება და დაავადების სიმძიმის მიხედვით მათი დიფერენცირება. ყველაფერი ეს კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის მათ უმწეო მდგომარეობას. განიცდიან როგორც ძირითადი ასევე თანმხლები დაავადებების მედიკამენტების მუდმივ დეფიციტს არ გააჩნიათ ჰიგიენური საფენები, საკვები პროდუქტები, ჩასაცმელები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და ინვალიდის ეტლები. ზედმეტია საუბარი პროფილური დაავადებების მკურნალობაზე. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება იმდენად მიზერულია, რომ პანსიონატის აღსაზრდელების საარსებო მინიმუმისაც კი ვერ აკმაყოფილებს.

დააკლიკეთ ფოტოზე

სენაკის ბავშვთა სახლი :: ჰუმანიტარული პროექტი სენაკის ბავშვთა სახლი :: ჰუმანიტარული პროექტი სენაკის ბავშვთა სახლი :: ჰუმანიტარული პროექტი სენაკის ბავშვთა სახლი :: ჰუმანიტარული პროექტი 

2006 წლის მარტის თვეში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყარო"-ს მიერ, განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სენაკის ბავშვთა პანსიონატის ზემოაღნიშნული ვითარების გარკვეულ გაუმჯობესებას. ორგანიზებული იქნა პროფილურ მედიკოსთა ბრიგადის მივლინება სენაკში. პრაქტიკოს ექიმთა ჯგუფის მიერ, პანსიონატის აღსაზრდელებს ადგილზე ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმებები, პირველადი გადაუდებელი დახმარებები, დანიშნულება მიიღო და შესაბამისად მედიკამენტებით მომარაგდა პანსიონატის მთლიანი კონტინგენტი. აღსანიშნავია, რომ ამ აქციამდე დიდი ხნის განავლობაში ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელები სპეციალისტ-ექიმებს არ გაუსინჯავს და რამდენიმე წლის წინანდელი დანიშნულებით აძლევდნენ პრეპარატების იმ მცირე ნაწილს, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ. აქციის ფარგლებში პანსიონატს გადაეცა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები.

ამ აქციაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყარო"-ს პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაცია "ამქორი", ფონდი "ჯანმრთელი ბავშვები".

იქ არსებული სიტუაციდან გამომდინარე საჭიროდ მივიჩნევთ მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღსაზრდელების სოციალური ადაპტაციის პრობლემებს, ასევე ამ კონტიგენტისათვის მომავალში საჭიროდ მიგვაჩნია მოხდეს რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება. ხოლო ამ ეტაპზე სენაკის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის ელემენტარული არსებობისათვის აუცილებლად უნდა გაეწიოს დახმარების ის პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე პროექტით.

 
Copyright © 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო” . ყველა უფლება დაცულია კანონით. საიტზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივ ან სრულად გამოყენების შემთხვევაში "hwngo.org.ge"-ს მითითება აუცილებელია. ვებ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას.   Developed and Maintained by GeoWebServie.info