ძვირფასო მეგობრებო
თუ თქვენ სარგებლობთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, შესაბამისად სამედიცინო პოლისით და გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია, გაქვთ შეკითხვები, შეგექმნათ პრობლემები სამედიცინო მომსახურების კუთხით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე
8 90 557-266, 8 22 359-524 ან მოგვმართეთ მისამართზე მაზნიაშვილის ქ. 23.
სამუშაო დღეები 10.00-18.00
თქვენ კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს.
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით
პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით |
![]() |
![]() |
![]() |
მთავრობის მიერ განხორციელებულმა პროგრამამ გარკვეულწილად შესაძლებელი გახადა რათა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ჯანდაცვის მომსახურეობა. მიუხედავად ამისა პროგრამის განხორციელებაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რის გამოც მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენისათვის მიუწვდომელი ხდება ზემოთხსენებული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობა. ჩვენს მიერ არსებული სიტუაციის შესწავლა/ანალიზმა შემდეგი პრობლემები გამოკვეთა: დააკლიკეთ ფოტოზე
დააკლიკეთ ფოტოზეზემოთ აღნიშნულიდან იკვეთება სამი პრობლემა: 1.სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების არაინფორმირებულობა სადაზღვევო პაკეტებთან დაკავშირებით (მათ არ გააჩნიათ ინფორმაციის მიღების საშუალებები, გარკვეულმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა ) 2. სამედიცინო დაწესებულების ექიმთა ნაწილი ასევე არ არის ინფორმირებული დაზღვევის პრინციპებზე. 3. სადაზღვევო კომპანიები მთელ რიგ შემთხვევებში არ ასრულებენ სადაზღვეო მოთხოვნებს. დააკლიკეთ ფოტოზეპროექტის ფარგლებში ოფისში ფუნქციონირებას დაიწყებს საკონსულტაციო და იურიდიული დახმარების ჯგუფი (შემდგომში დახმარების ჯგუფი), რომლის შემადგენლობაში იქნება ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში და იურისტი. აღნიშნული ჯგუფი ადგილზე მომსვლელებს გაუწევს კონსულტაციებს მათვის საინტერესო საკითხებზე და საჭიროების შემთხვევაში კი იურიდიულ დახმარებას. (იურიდიული დახმარება შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც შესაძლო დავები ექნებათ დასაზღვევო კომპანიებთან და სამედიცინო მომსახურეობის გამწევ ორგანიზაციებთან. იურიდიული დახმარება მოიცავს მათ შორის მოიცავს ადვოკატირების გაწევას სასამართლოში). დააკლიკეთ ფოტოზეოფისში ამოქმედება აგრეთვე, ცხელი ხაზი, რომლიც სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი იქნება ოპერატორი, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ყველა დაინტერსებულ პირს მიაწვდის ინფორმაციას, ხოლო პრობლემური საკითხების შემთხვევაში დააკავშირებს ოფისში მომუშავე დახმარების ჯგუფის წარმომადგენლებს. ოპერატორი შეავსებს სააღრიცხვო ჟურნალს. პროექტის ფარგლებში შეხვედრები იმართება ბენეფიციარებთან. ჩვენი ორგანიზაციის ვებ გვერდზე www.hwngo.org.ge დაიდება ის ნორმატიული აქტები, რომლებიც შეეხება "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას". ასევე, ვებ გვერდზე განთავსდება და რეგულარულად განახლდება საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევისას გამოკვეთილი პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმები და შედეგები.
პროექტის განხორიელებისას მოპოვებული მასალები შეგროვდება და შეჯამდება ჩვენი პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ. ამ მონაცეფთა გაანალიზების საფუძველზე დაიგეგმება დისკუსიების მოწყობა. გაიმართება მრგვალი მაგიდები "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევაში" ჩართული სადაზღვევო კომპანიებისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების მონაწილეობით, რომლებიც ჩართულნი არიან აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში. მრგვალ მაგიდების მუშაობაში მონაწილობას მიიღებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. განიხილება ის საკითხები, რომელიც წარმოიშვება პროგრამის განხორციელებისას; კერძოდ, იმ ვალდებულებების დროულ და აუცილებელ შესრულებაზე, რომელიც ხელშეკრულებით აკისრიათ სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს. პროექტის ბოლოს ჩატარდება სოციოლოგიური გამოკითხვა. პროექტის დასასრულს, შემუშავდება რეკომენდაციების პაკეტი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის დარღვევების აღმოსაფხვრელად. რეკომენდაციათა პაკეტი წარედგინება სამინისტროს, აგრეთვე, სამედიცინო და სადაზღვევო დაწესებულებებს. |