Web Style

ავტორიზაცია/რეგისტრცია



პარტნიორები და დონორები

სტატისტიკა

ძვირფასო მეგობრებო

თუ თქვენ სარგებლობთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, შესაბამისად სამედიცინო პოლისით და გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია, გაქვთ შეკითხვები, შეგექმნათ პრობლემები სამედიცინო მომსახურების კუთხით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე

8 90 557-266, 8 22 359-524 ან მოგვმართეთ მისამართზე მაზნიაშვილის ქ. 23.

სამუშაო დღეები 10.00-18.00

თქვენ კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით

პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით PDF ამობეჭდვა E-mail

პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნითქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიურ-სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რის გამოც მათ ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის მომსახურეობაზე. ყოველივე ამის გამო დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქლაქისათვის ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ხელისუფლებამ 2006წლიდან დანერგა ჯანდაცვის ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას. პროგრამის დასაფინანსებლად ყოველწლიურად იზრდებოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და 2010 წელს მან შეადგინა 159 445 000 ლარი.; შესაბამისად იზრდებოდა დაზვეულთა რაოდენობა. 2010 წლის 1 მარტისათვის ქ.თბილისში მათმა რაოდენობამ (შემდგომში ბენეფიციარები) შეადგინა 93 450 ადამიანმა, სულ 36 500 ოჯახი.

ვრცლად...
 
პროექტი ისნის სამხედრო ჰოსპიტალში PDF ამობეჭდვა E-mail

პროექტი ისნის  სამხედრო ჰოსპიტალშიარასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყარო ანხორციელებს პროექტს: "ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ოთახების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება და დევნილი ქალებისათვის სანგანათლებითი მუშაობის ჩატარება"

ვრცლად...
 
სენაკის ბავშვთა სახლი PDF ამობეჭდვა E-mail

სენაკის ბავშვთა სახლი

საქართველოში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონს უფრო ამძიმებს ინვალიდ ბავშვთა პანსიონატებში არსებული მდგომარეობა. ისინი მინიმალურ დონეზეც კი არ არიან დაკმაყოფილებული კვებით, საყოფაცხოვრებო პირობებით და აუცილებელი მედიკამენტებით.

იქ ცხოვრობს ცერებრალური დამბლით, დაუნიზმით, დებილიზმით, იდიოტიზმით და ეპილეფსიით დაავადებული 99 ბავშვი, რომელთა ასაკი 4-დან 18 წლამდეა.

ვრცლად...
 
კასპის ბავშვთა სახლი PDF ამობეჭდვა E-mail

კასპის ბავშვთა სახლიეს კასპის ინვალიდ ბავშვთა სახლია, სადაც 55 აღსაზრდელი ცხობრობს. მიუხედავად მათი მდგომარეობისა, თითოეული მათგანი იქ მისულ სტუმარს სიხარულით ხვდება. სტუმართა რაოდენობა კი საკმაოდ მცირეა. ისინი თითქმის ყველას დავიწყებული ჰყავთ. ბავშვებს უამრავი პრობლემები აქვთ. მათთვის, არც შიმშილია უცხო და არც სიცივე. Nსამწუხაროდ ყველაფერს ეგუებიან,Mგარდა მარტოობისა. მათი დილა ფანჯრის მზერიდან იწება, ელოდებიან უსასრულოდ... ხშირად ისე ღამდება მათთვის ვერავინ იცლის.

ვრცლად...
 
საქართველოს არასამთავრებო ორგანიზაციათა I კონგრესი PDF ამობეჭდვა E-mail

საქართველოს არასამთავრებო ორგანიზაციათა I კონგრესი2006 წლის ივნისი გაიმართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის - "სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის" კონგრესი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 303-მა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელმა და მოწვეულმა სტუმარმა: მათ შორის თბილისიდან 131 არასამთავრობო ორგანიზაციის დელეგატი, საქართველოს რეგიონებიდან 123 არასამთავრობო ორგანიზაციის დელეგატი, 28 ჟურნალისტი დელეგატი. პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 41 წარმომადგენელი.

ვრცლად...
 
ჰუმანიტარული პროექტი აჭარის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის PDF ამობეჭდვა E-mail

არასამთავრობო ორგანიზცია “ჯანმრთელი სამყარო”-ს ეგიდით ჩატარდა ოთხდღიანი აქცია აჭარაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მავშვების მხარდასაჭერად. მასში მონაწილეობდნენ თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსული სხვადასხვა დარგის პრაქტიკოსი ექიმები. აქციის ფარგლებში, რეგიონში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ბავშვებს, მოზარდებს, მოხუცებს, ადგილზე ჩაუტარდათ ამბულატორიული შემოწმება. ექიმების რეკომენდაციით გაიცა მედიკამენტები. პროფილაქტიკური გასინჯვების შემდეგ, დაურიგდათ სამედიცინო საკონსულტაციო ბარათები. რეგიონის რამდენიმე ამბულატორიას გადაეცა მარტივი ტიპის სამედიცინო აპარატურა.

ვრცლად...
 


Copyright © 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო” . ყველა უფლება დაცულია კანონით. საიტზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივ ან სრულად გამოყენების შემთხვევაში "hwngo.org.ge"-ს მითითება აუცილებელია. ვებ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას.   Developed and Maintained by GeoWebServie.info