მობილური ტელეფონების გამოყენება ბავშვებში ტვინის სიმსივნის რისკს 5–ჯერ ზრდის ამობეჭდვა

მობილური ტელეფონების გამოყენება ბავშვებში ტვინის სიმსივნის რისკს 5–ჯერ ზრდისმობილური ტელეფონების გამოყენება ბავშვებში ტვინის სიმსივნის რისკს 5–ჯერ ზრდის. ეს დასკვნა შვედმა მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაზე "მობილური ტელეფონები და ჯანმრთელობა" წარმოადგინეს. მათი თქმით, დაავადება შესაძლოა მოგვიანებით გამოვლინდეს. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ხალხს, რომლებმაც მობილურის გამოყენება 20 წელზე ადრე დაიწყეს, სიმსივნის რისკი ეზრდება.

შვედი მეცნიერების დასკვნას ქართველი მედიკოსებიც იზიარებენ. ასოციაცია "ჯანმრთელი სამყაროს" სამედიცინო ექსპერტი ზურაბ ფუტკარაძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მობილურებს ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვს. ეს უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, მოზარდებში ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია რაც რისკებს უფრო ზრდის. ფუტკარაძის ინფორმაციით, საქართველოში მოზარდები მობილურს საკმაოდ აქტიურად იყენებენ.

რადიო "კომერსანტი", FM 95.5