საქართველოს სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეპტუალური საკითხები ამობეჭდვა

საქართველოს სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეპტუალური საკითხებისაქართველოს უახლესი ისტორიის ძირითადი მახასიათებლები - სახელმწიფოს სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის ახლებური გააზრების აუცილებლობას მოითხოვს, რათა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ევროინტეგრაციის სტრატეგიის ვალდებულებებთან.

სხვადასხვა დონორი, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და საკუთარი ძალებით მოკვლეული მასალების ანალიზმა მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ შექმნილიყო "ქვეყნის ერთიანი სოციალური უსაფრთხოების მართვის მოდელი", სადაც მაქსიმალურად და გამჭვირვალედ აისახებოდა სახელმწიფოს ამჟამინდელი სოციალური მდგომარეობის სურათი და ოპტიმალურად გადაიჭრებოდა სფეროში სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით შექმნილი პრობლემები.

სამწუხაროდ, განვითარებულ ქვეყნებში მომქმედი სოციალური უსაფრთხოების სქემების პირდაპირი გადმოღება საქართველოსათვის შეუძლებელია, რადგან გარდამავალი პერიოდი მთელი რიგი სპეციფიური პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვს და მისი გადაჭრა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გონითა და ძალისხმევითაა შესაძლებელი.

ვრცლად: საქართველოს სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეპტუალური საკითხები