ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიურ-სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რის გამოც მათ ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის მომსახურეობაზე. ყოველივე ამის გამო დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქლაქისათვის ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ხელისუფლებამ 2006წლიდან დანერგა ჯანდაცვის ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას. პროგრამის დასაფინანსებლად ყოველწლიურად იზრდებოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და 2010 წელს მან შეადგინა 159 445 000 ლარი.; შესაბამისად იზრდებოდა დაზვეულთა რაოდენობა. 2010 წლის 1 მარტისათვის ქ.თბილისში მათმა რაოდენობამ (შემდგომში ბენეფიციარები) შეადგინა 93 450 ადამიანმა, სულ 36 500 ოჯახი.
|
ვრცლად...
|
საქართველოს უახლესი ისტორიის ძირითადი მახასიათებლები - სახელმწიფოს სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის ახლებური გააზრების აუცილებლობას მოითხოვს, რათა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ევროინტეგრაციის სტრატეგიის ვალდებულებებთან.
სხვადასხვა დონორი, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და საკუთარი ძალებით მოკვლეული მასალების ანალიზმა მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ შექმნილიყო "ქვეყნის ერთიანი სოციალური უსაფრთხოების მართვის მოდელი", სადაც მაქსიმალურად და გამჭვირვალედ აისახებოდა სახელმწიფოს ამჟამინდელი სოციალური მდგომარეობის სურათი და ოპტიმალურად გადაიჭრებოდა სფეროში სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით შექმნილი პრობლემები.
სამწუხაროდ, განვითარებულ ქვეყნებში მომქმედი სოციალური უსაფრთხოების სქემების პირდაპირი გადმოღება საქართველოსათვის შეუძლებელია, რადგან გარდამავალი პერიოდი მთელი რიგი სპეციფიური პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვს და მისი გადაჭრა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გონითა და ძალისხმევითაა შესაძლებელი.
|
ვრცლად...
|
მობილური ტელეფონების გამოყენება ბავშვებში ტვინის სიმსივნის რისკს 5–ჯერ ზრდის. ეს დასკვნა შვედმა მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაზე "მობილური ტელეფონები და ჯანმრთელობა" წარმოადგინეს. მათი თქმით, დაავადება შესაძლოა მოგვიანებით გამოვლინდეს. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ხალხს, რომლებმაც მობილურის გამოყენება 20 წელზე ადრე დაიწყეს, სიმსივნის რისკი ეზრდება.
|
ვრცლად...
|
წყალი ბუნებაში ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა, დედამიწის 70% სწორედ წყლითაა დაფარული, იგი სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებაა, ამიტომ ამ ბუნებრივ რესურსს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
საქართველო ძალიან მდიდარია წყლის რესურსებით. სულ საქართველოში 26 060 მდინარეა, მაგრამ ზედაპირული წყლების დიდი ნაწილი და რიგ შემთხვევაში მიწისქვეშა წყლებიც დაბინძურებულია. სასმელი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა კი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 65%-ს აქვს.
|
ვრცლად...
|
ძირითადი მიდგომები და საქართველოსათვის დამახასიათებელი სპეციფიკა
|
ვრცლად...
|
თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკა
|
ვრცლად...
|
საქართველოში თანამედროვე დემოგრაფულიული ვითარება მეტად მწვავეა. მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ კრიზისულ ზღვრამდე შეამცირა შობადობა და გაზარდა მოკვდაობა. თუ 1980-იან წლებსი საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 94 ათასი ბავშვი იბადებოდა, ამჟამად ახალსობილთა რაოდენობა თითქმის განახევრდა.
|
ვრცლად...
|
ავტორი: Administrator
|
შევისწავლეთ და დავამუშავეთ 2008 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების 2 ძირითადი კომპონენტი _ ამბულატორული და ურგენტულ- სტაციონარული სამედიცინო მომსახურების სტატისტიკური მონაცემები. მოსახლეობის ამბულატორული დახმარება მოიცავდა ამბულატორულ-პოლიკლინიკური მომსახურებისა და საოჯახო მედიცინის ქვეკომპონენტებისაგან შემდგარ სამედიცინო მომსახურების და დახმარების მოცულობის 33 პუნქტს 21.693 მლნ ლარის დაფინანსებით და ურგენტული სტაციონარული დახმარების ნოზოლოგიური ჩამონათვალის 226 Pპუნქტს.
|
ვრცლად...
|
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, ისეთი ორგანიზმებია, რომელთა გენეტიკური მატერია (დნმ) სახეცვლილია იმგვარად, რომელთა გარდაქმნა ჩვეულებრივ, ბუნებრივ პირობებში არ ხდება. ამ ტექნოლოგიას ხშირად "თანამედროვე ბიოტექნოლოგიას", "გენურ ტექნოლოგიას", "რეკომბინანტურ დნმ ტექნოლოგიას" ან "გენურ ინჟინერიას" უწოდებენ. მისი მეშვეობთ შესაძლებელია გამორჩეული ინდივიდუალური გენების ერთი ორგანიზმიდან სხვა ორგანიზმში ჩანერგვა, იმ შემთხვევაშიც კი როცა ორგანიზმები არ არიან ერთმანეთთან სახეობრივ კავშირში. ასეთი მეთოდი გამოიყენება გენმოდიფიცირებული მცენარეების გამოსაყვანად, რომლებიც შემდგომში გენმოდიფიცირებულ საკვებ მცენარეულ კულტურებად გვევლინებიან.
|
ვრცლად...
|
|
|
|
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>
|
გვერდი 1. სულ 2 გვერდი |