Web Style

ავტორიზაცია/რეგისტრცია



პარტნიორები და დონორები

სტატისტიკა

ძვირფასო მეგობრებო

თუ თქვენ სარგებლობთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, შესაბამისად სამედიცინო პოლისით და გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია, გაქვთ შეკითხვები, შეგექმნათ პრობლემები სამედიცინო მომსახურების კუთხით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე

8 90 557-266, 8 22 359-524 ან მოგვმართეთ მისამართზე მაზნიაშვილის ქ. 23.

სამუშაო დღეები 10.00-18.00

თქვენ კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით

ჯანდაცვის რეფორმის ანალიზი PDF ამობეჭდვა E-mail
ავტორი: Administrator   

ჯანდაცვის   რეფორმის ანალიზისაქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების რთული პროცესი მიმდინარეობს. ამ ერთგვარად ექსტრემალური ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგებოდა, თავის დროზე ქვეყანაში დაწყებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმა ლოგიკურ დასასრულამდე .

ამჟამად ამ სექტორში სისტემის რეფორმის ფაქტობრივად მეორე ტალღა დაიწყო, ძველი შეცდომების გამოსწორების ნაცვლად, პროცესი, წინა წლებისგან განსხვავებით, საგრძნობლად ბუნდოვან რეჟიმში მიმდინარეობს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება არა მარტო ვერ აღიქვამს, არამედ არ აქვს გათვითცნობიერებული ამ პრობლემების რეალური საშიშროება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიდა სახელმწიფო პოლიტიკა იმდენად არაორდინალურია, რომ მას ანალოგი არ გააჩნია არც ერთი სახელმწიფოს მართვისა და განვითარების ისტორიაში. ჯანდაცვის სექტორში არსებული კრიზისული მდგომარეობა უკვე რამდენიმე წელია ჩიხშია მოქცეული, მიუხედავად უამრავი მცდელობისა არსებული სიტუაცია სულ უფრო მძიმდება, სამწუხაროდ ჯანდაცვის სისიტემაში განხორციელებული სახელმწიფო რადიკალიზმი სულ უფრო ართულებს სიტუაციას, რასაც მძიმე ტვირთად არასწორი საკადრო პოლიტიკა, მენეჯმენტი და ფიარ ტექნოლოგიები ემატება. ჯანდაცვის სისტემაში არსებული ყველა რგოლი განადურებულია, რაც უახლოეს მომავალში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.

ის, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მოითხოვს რეფორმირებას საკამათო არ არის. დღეს არსებული საავადმყოფოების და პირველადი ჯანდაცვის ობიექტების (პჯდ) მატერიალურ-ტექნიჯური ბაზა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის დონე ხშირ შემთხვევაში დაბალია. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის კი აუცილებლია ადამიანური რესურსის დაგეგმვისა და მართვის პროცესების გაუმჯობესება.

მთავრობა ჯანდცვის სისტემაში რეფორმებს მოიაზრებს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის კუთხით. ხოლო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მოითხოვს ყურადღების გამახვილებას იგნორირებულია:

  • ქვეყანაში საკმაოგდ სუსტია სამედიცინო დაწესებულებების მართვის მენეჯმენტი. 2007-2010 წლების ჯანმრთელობის რეფორმების პროგრამაში კი ამ კუთხით არც ერთი ღონისძიება არ არის გათვალისწინებული.
  • სოციალურად საშიში და ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლამ ჯანდაცის სამინისტროს პრიორიტეტბიდან მეორე ხარისხოვან პოზიციებზე გადაინაცვლა, რაც აისახა 2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტში.
  • ასევე იგნორირებულია ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
  • ფრაგმენტები ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებიდან:

    2007 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ეროვნული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ,,100 ახალი საავადმყოფოს” მშენებლობას. პროგრამის მიზანია თბილისსა და რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს პრივატიზაცია პირდაპირი მიყიდვის წესით. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა მოიცავს 2007-2009 წლებს.

    შრომის, ჯანმრთელიბისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2006 წლის ოქტომბრის თვეში გამოაქვეყნა ჯანდაცვის სექტორის რეფორმის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს სისტემაში რადიკალური რეფორმის გატარებას. კონცეფციის განხორციელება მთავრობამ დაიწყო 2007 წლის იანვრიდან.

    რეფორმის გატარების პირველივე თვეებიდანვე გამოჩნდა რეფორმის არათანმიმდერულობა, გაუმჭვირვალობა, ზემოაღნიშნული რეფორმის გატარება პირდაპირ აისახება ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარირებული უფლებების დარღვევაში, კერძოდ `ევროპის სოციალური ქარტიით დეკლარირებული ნორმები და სტანდარტები, რომელიც მკურნალობის ხელმისაწვდომობის დაცვას ითვალისწინებს უგულებელყოფილია.

    ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობამ დაადგინა 2 წლიანი ვადა ახალი საავადმყოფოების მშენებლობისთვის; შემდგომში მსოფლიო ბანკის მოთხოვნით მოხდა ერთი წლის დამატება. თუმცა არსებობს ევროპული სტანდარტი, რომლის თანახმადაც ახალი საავადმყოფოს აშენებისა და აღჭურვისთვის საჭიროა მინიმუმ 5-6 წელი. მშენებლობის ტემპის, ინვესტორთა შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად გამოყენება მთლიანად უგულვებელყოფს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციას. ამჟამად ინვესტორები სატენდერო წინადადებებში ერთმანეთს ეჯიბრებიან მშენებლობის ვადებში, რაც სათუოს ხდის საავადმყოფოების ხარისხს და მდგრადობას .რაც ბუნებრივია ბადებს კითხვას იმის თაობაზე თუ რამდენად ფიქრობს მთავრობა საქართველოს ახალი საავადმყოფოების ხარისხზე.

    ხელისუფლების განცხადებებით, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა მიმართულია ევროსტანდარტებთან დაახლოებისაკენ. სინამდვილეში კი, კეთდება სრულიად გაუთვლელი და საწინააღმდეგო ღონისძიებები, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში საავადმყოფოებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების (პჯდ) მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთYრებას. ხოლო ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებების აბსოლუტური უმრავლესობა (97%) ექვემდებარება გასხვისებას, რაც ეწინააღმდეგება თვით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ – ჯანდაცვის სექტორის რეფორმის კონცეფციას. აღნიშნული კონცეფციის თანახმად დაუშვებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტებისა და მესამეული დონის და საავადმყოფოების სტრატეგიული მდებარეობის სამედიცინო ობიექტების პრივატიზაცია.

    დღეისათვის ქვეყანაში არის 16 000 საწოლი ერთეული, რეფორმით გათვალისწინებულია 7800, რაც 100.000 მოსახლეზე შეადგენს 177 საწოლ ერთეულს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებისათვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 611 საწოლ ერთეულს.

    ქვეყანაში ყოველ 100.000 მოსახლეზე მოდის 468 ექიმი და 459 საშუალო სამედიცინო პერსონალი. საწოლი ერთეულების შემცირებასთან ერთად მნიშვლელოვნად შემცირდება, როგორც ექიმების ასევე საშუალო სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. ცნობისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ყოველ 100 000 მოსახლეზე მოდის 475 ექიმი და 779 საშუალო სამედიცინო პერსონალი.

    რეფორმის თანახმად, ქვეყანაში განახევრდება საავადმყოფოების რაოდენობა და შესაბამისად შემცირდება საავადმყოფო საწოლი ერთეულების რიცხვიც. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება პირველადი ჯანდაცვის ობიექტების რაოდენობაც.
    მოსალოდნელ ოპტიმიზაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად შემცირდება სამედიცინო და დამხმარე პერსონალის რაოდენობა .

    მცირეა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბოლო წლებში დაფინანსების წილი ჯანდაცვის სისტემაში კიდევ უფრო შემცირდა. 2009 წელს ქვეყნის ბიუჯეტმა შეადგინა 6.3 მილიარდი ლარი, აქედან ჯანდაცვის პროგრამებზე გათვალისწინებული იყო 265 მილიონი ლარი.

    ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა შეადგენს მთელი ბიუჯეტის 2.8%-ს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებისათვის იგი საშუალოდ შეადგენს 14-15%-ს.

    სახელმწიფო წილი ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაში საქართველოში არ აღემატება 30%-ს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებისათვის იგი შეადგენს 75-80%-ს.

    ჯანდაცვის სისტემის მწირი დაფინანსების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ხელისუფლების მიერ გაპიარებული უმწეოთა დახმარების სამედიცინო პროგრამა: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში უმწეოდ ითვლება მოსახლეობის 25,3%. ეს კი შეადგენს 1 100 000 მეტ ადამიანს. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება 700 000 ბენეფიციარზე. მაშასადამე 400 000 მოქალაქეზე მეტი ვერ ღებულობს მონაწილეობას ზემოაღნიშნულ პროგრამაში.

    თვით პროგრამა კი მიმდინარეობს მთელი რიგი ხარვეზებით: არ ხდება დროული სამედიცინო დახმარების გაწევა ბენეფიციარებისათვის; არ წარმოებს სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევები; ადგილი აქვს უმწეოთათვის თანხის გამოძალვის ფაქტებს და ა. შ.

    როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რეფორმა ითვალისწინებს ორ მიმართულებას _ ჰოსპიტალური სექტორის და პირველადი ჯანდაცცის დაწესებულებების რეორგანიზაციას.

    ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე რეფორმა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
    რეფორმის მიხედვით გადაწყდა ასი საავადმყოფოს აშენება. საინტერესოა რატომ არ შენდება 63 ან 134 საავადმყოფო, რა მონაცემების საფუძველზე მოხდა ჰოსპიტალური სექტორის განთავსება 7800 საწოლზე, რატომ არ რის გათვლილი 6000 ან 13 ათასზე, ასევე საინტერესოა როგორ დადგინდა საწოლთა ფონდები, როცა ქვეყანაში ფიქსირდება ინფექციური, ფსიქიატრიული და ტუბერკულზის დაავადებების მნიშვნელოვანი მატება.

    შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება არის ნაჩქარევად მიღებული და ძირითადად აგებულია პიარზე, რომელიც დამახასიათებელია დღევანდელი ხელისუფლებისათვის: ასი სპორტული მოდანი, ასი უფასო სასდილო და ასი საავადმყოფო,ასი საწარმო და ა.შ. სერიოზულად კი აღნიშნული დადგენილების განხორციელება გამოიწვევს მთელ რიგ უარყოფით შედეგებს, როგორც ჯანდაცვის სისტმაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის, ისე ქვეყნის მოსახლეობისათვის.

    დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით საქართველოში არის 400 სტაციონარი, რომელიც გათვლილია 16 000 საწოლზე, ახალი პროექტი კი ითვალისწინებს 7800 საწოლს, რის შედეგადაც საწოლთა რაოდენობა შემცირება 52%-ით. აღნიშნული პირდაპირპროპორციულად შეამცირებს სისიტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს, დღეისათვის სისტემაში მუშაობს 47 829 ჯანდაცვის მუშაკი, სავარაუდოდ შემცირდება და უმუშევართა არმიას მიემატება 27 000 ადამიანი.
    სავადმყოფოების პრივატიზაციის შედეგად ინვესტორი ვალდებულია ააშენოს მრავალპროფილური სავადმყოფო (ერთი ან რამდენიმე), რომელიც ტექნიკურად უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილი უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური აპარატურით,ხოლო მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ევროსტანდარტებს. აღნიშნული კი მოითხოვს კერძო ინვესტორისაგან დიდი რაოდენობის ფინანსურ დანახარჯებს. 100 საწოლიანი სავადმყოფოს მშნებლობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ჯდება 35-40 მილიონი. მაგალითად ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა 30 მილიონი ლარი, ცენტრი ჯერ კიდევ დაუმთავრებელია და ევროსტანდარტებთან მიახლოებისათვის ესაჭიროება სავარაუდოდ 10 მილონი ლარი.

    დღეს არსებული სამედიცინო მომსახურების ფასები იძლევა მცირედ მოგებას, ხოლო ინვსტორი რომელიც საავადმყოფოს მშენებლობაში ჩადებს მრავალმილიონიან ინვესტიციას,ავტომატურ რეჟიმში რამდენჯერმე გაზრდის სამედიცინო მომსახურების ფასებს, რაც გამოიწვევს ფასების კატასტროფულ ზრდას. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე და შესაბამისად ვერ იღებს სრულყოფილ სამედიცინო მონსახურებას, ხოლო სამედიცინო მომსახურების ფასების მომატების შემთხვევაში კი ისინი განწირულნი იქნებიან.

    ამასთან ერთად ახალი სამედიცინო დაწესებულებები ხელშეკრულების დადებიდან 7 წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ სამედიცინო პროფილს, ხოლო 7 წლის შემდეგ ინვესტორებს უფლება აქვთ გამოიყენონ ყოფილი სახელმწიფო ქონება ნებისმიერი სხვა მიზნით. ამ დრომდე ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაციის პროგრამის ყველა გამარჯვებული კონკურსანტი წარმოადგენს უძრავი ქონების დეველოპერს, რომლის დამოკიდებულაც საქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მიმართ შორეულ პერსპექტივაში უცნობია. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახალი საავადმყოფოები არ იქნებიან მომგებიანი, განსაკუთრებით რეგიონებში. მათ უმრავლესობაში იქნება 15-25 საწოლი; არაურბანულ რეგიონებში მხოლოდ მინიმალური შესაძლებლობების მქონე საავადმყოფოების მშენებლობაა დაგეგმილი. რეგიონალურ ცენტრებშიც კი, საავადმყოფოთა უმრავლესობაში 150 საწოლზე ნაკლები იქნება. სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ 200-ზე ნაკლები საწოლის მქონე საავადმყოფოები იშვიათად არის ფინანსურად მომგებიანი. პატარა სასოფლო საავადმყოფოები მხოლოდ პირველად და სასწრაფო დახმარების სერვისებს შეთავაზებენ მოსახლეობას. ასეთი ტიპის დაწესებულებებში, 15-20-დან მხოლოდ ერთი საწოლი იქნება გათვალისწინებული უფრო ფუნდამენტური მკურნალობის ჩატარებისთვის., მსგავსმა მოწყობამ შესაძლოა პრობლემები წარმოქმნას: შესაბამისი მარეგულირებელი სისტემის არ არსებობის შემთხვევაში, ინვესტორები შეეცდებიან დაამატონ უფრო მომგებიანი ტიპის სერვისები (მაგალითად გაზარდონ ,,ზოგადი პროფილის” საწოლების რაოდენობა) არამომგებიანი სერვისების უგულვებელყოფის ხარჯზე. საბოლოო ჯამში პაციენტები რომელთაც ესაჭიროებათ ნაკლებად მომგებიანი სამედიცინო მომსახურება შესაძლოა დარჩნენ ასეთი მომსახურების გარეშე. დებულება იმის შესახებ, რომ ინვესტორებს მოეთხოვებათ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისის გაწევა მხოლოდ 7 წლის განმავლობაში ბადებს მინიმუმ ორ კრიტიკულ კითხვას: რა მოტივაცია ექნებათ ინვესტორებს 7 წლის შემდეგ იმისათვის რომ გააგრძელონ სამედიცინო სერვისის მიწოდება? და მეორე, თუ 7 წლის შემდეგ ჯანდაცვის სერვისების ბაზარი ჩავარდა ცუდი ფინანსური დაგეგმვის ან მთავრობის მხრიდან არაეფექტური რეგულირების გამო, ვინ აანაზღაურებს ხარჯებს? ვინ აიღებს საქართველოს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის პასუხისმგებლობას?

    ანალოგიური ხასიათის ცვლილებებია მოსალოდნელი პირველადი ჯანდაცვის ობიექტებშიც. ჯერ-ჯერობით ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა გამოქვეყნებული კონცეფციის თანახმად მოსალოდნელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ქსელის შემცირება, ხოლო ბავშვთა პოლიკნილიკების საერთოდ გაუქმება. Kკონცეფციის შესაბამისად გათვალისწინებულია 30-60 ათას მოსახლეზე ერთი ერთეული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შექმნა. Eეს კი მეტად უარყოფით შედეგს გამოიღებს სოფლის მოსახლეობისათვის, სადაც რამდენიმე ათეული კილომეტრის ტერიტორიაზე იქნება მხოლოდ ერთი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, რითაც მნიშვნელოვნად გაუარესდება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

    რეფორმის განხორციელების მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული

    რეფორმის გატარების წინ აუცილებელია შესწავლილი იქნეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დახასიათებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები: 1. დემოგრაფიული მაჩვენებლები; 2. ავადდობა; 3. დაინვალიდება (მყარი შრომისუუნარობა); 4. ფიზიკური განვითარება;

    ამ მონაცემების კომპლექსური გამოყენება საშუალებას იძლევა საკმარისად ზუსტად დავადგინოთ მოსახლეობის ფიზიკური სოციალური და ფსიქიკური კეთილდღეობის დონე, რაც საბოლოო ჯამში საფუძვლად დაედება სათანადო სამედიცინო მომსახურეობას.

    ასევე აუცილებელია გარემო რისკის მთავარი ფაქტორების შესწავლა, რომლებიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: თამბაქოს მოხმარება; ალკოჰოლის მოხმარება; ნარკოტიკების მოხმარება არასამედიცინო დანიშნულებით; ზედმეტი წონა; კვებითი ტოქსიკოინფექციები; შრომისა და პროფესიული დაავადებების ჰიგიენა; გარემოს დაბინძურება;

    რეკომენდაციები

    მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისათვის და ხელმისაწვდომობისათვის საჭიროა:

  • მთლიანი მოსახლეიობის პირველადი სამედიცინო მომსახურება სრული სახელმწიფო დაფინანსებით;
  • ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის 7%-მდე, რის შედეგადაც გაიზრდება სახელმწიფო წილი ჯანდაცვის სექტორის დაფინანსებაში;
  • უფასო სამეანო დახმარების კომპონენტი;
  • 0-14 წლამდე ასაკის ბავშვთა უფასო სამედიცინო მომსახურეობა;
  • ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში მოეწყოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომელიც მოსახლეობას აღმოუჩენს პირველად სამედიცინო მომსახურებას;
  • გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები შეივსოს თანამედროვე ავტოპარკით და აღიჭურვონ თანამედროვე სამედიცინო აპარატურით;
  • ქვეყნის ყველა რეგიონში შეიქმნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, რომელთა მიერ გატარდება ქმედითი ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ძირითადი რისკფაქტორების შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით;
  • მოსახლეობისათვის ძირითად სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
  • მოსახლეობის დაცვა ჯანმრთელობის გაუარესებისას წარმოქმნილი კატასტროფული ფინანსური რისკებისაგან;
  • კერძო სამედიცინო დაზღვევაზე დამყარებული დაფინანსების მოდელის განვითარება, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ავადობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან და უზრუნველყოფს სამედიცინო სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას;
  • სადაზღვევო სისტემის დანერგვა მთლიანად მოსახლეობაში, მათ შორის უმწეოთა და უმუშევართა სავალდებულო დაზღვევა სრული სახელმწიფო წილის მონაწილეობით;
  • გამოყენებული მასალები

    http://www.euro.who.int/Document/E88202r.pdf

    www.moh.gov.ge

    www.statistics.ge

    www.worldbank.org

     
    Copyright © 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო” . ყველა უფლება დაცულია კანონით. საიტზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივ ან სრულად გამოყენების შემთხვევაში "hwngo.org.ge"-ს მითითება აუცილებელია. ვებ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას.   Developed and Maintained by GeoWebServie.info