Web Style

ავტორიზაცია/რეგისტრცია



პარტნიორები და დონორები

სტატისტიკა

ძვირფასო მეგობრებო

თუ თქვენ სარგებლობთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით, შესაბამისად სამედიცინო პოლისით და გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია, გაქვთ შეკითხვები, შეგექმნათ პრობლემები სამედიცინო მომსახურების კუთხით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე

8 90 557-266, 8 22 359-524 ან მოგვმართეთ მისამართზე მაზნიაშვილის ქ. 23.

სამუშაო დღეები 10.00-18.00

თქვენ კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო”

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო”არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყარო დაარსდა 2004 წლის 30 მარტს. დღეისათვის ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 52 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი.

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები:

  • ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა სოციალურ, ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის სფეროებში;
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
  • ქალთა უფლებების დაცვა;
  • სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა;
  • ადამიანის ჯანმრთელობისათვის, შრომის, ყოფაცხოვრების, დასვენების, კვების, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების მიზნით ღონისძიებების გატარება;
  • მონიტორინგების განხორციელება სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე;
  • დემოკრატიული ფასეულობების პროპაგანდა და საზოგადოებაში დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
  • სიღატაკის დაძლევის პროგრამების შემუშავება;
  • ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების პროგრამების შემუშავება;
  • ინვალიდთა, მოხუცებულთა და უმწეოთა ჯანმრთელობაზე, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • პროფილაქტიკური მედიცინის განვითარების ხელშეწყობა;
  • სოციალურად საშიშ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • ექიმისა და პაციენტის უფლებების დაცვა;

ორგანიზაციის მისია:

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყარო, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებული კრიზისული სოციალური ფონის, რთულ ეკოლოგიურ ვითარებაზე და მოსახლეობის სამედიცინო ხელმისაწვდომობაზე, ამრიგად იგი აქტიურად არის ჩაბმული ამ ვითარების გაუმჯობესებისათვის მიმართულ საქმიანობაში.

კონცეფცია:

მძიმე სოციალური ფონი მნიშვნელოვანად განაპირობებს საზოგადოებაში დიდ და ზოგჯერ შეუქცევად ეკონომიკურ, სამედიცინო, ეკოლოგიურ და პოლიტიკურ ზარალს. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი ამყარო მიზანმიმართულად და დინამიურად არკვევს მიზეზობრივ კავშირს. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად, მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ახორციელებს შესაბამის სოციალურ პროექტებს და მონაწილეობს ამ ხასიათის სხვა პროგრამებში. სოციალური მნიშვნელობის კრიტერიუმების საფუძველზე საბოლოო დასკვნით განსაზღვრავს, თუ რომელი სოციალური პათოლოგიაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოცემულ დროს მოცემულ ტერიტორიაზე და რა უნდა იღონოს საზოგადოებამ, რათა მოკლე დროში გამოსწორდეს მდგომარეობა.

 
Copyright © 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო” . ყველა უფლება დაცულია კანონით. საიტზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივ ან სრულად გამოყენების შემთხვევაში "hwngo.org.ge"-ს მითითება აუცილებელია. ვებ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას.   Developed and Maintained by GeoWebServie.info